1. განაცხადზე საქმისწარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს საგანაცხადო მასალებში შეიტანოს ცვლილებები ან/და შესწორებები.
2. საგანაცხადო მასალებში ცვლილება ან/და შესწორება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, დასახელებას და აღწერილობას, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.
4. ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელიც ეხება განმცხადებლის, დიზაინერის ან წარმომადგენლის სახელს და მისამართს, დასაშვებია როგორც საქმისწარმოების ეტაპზე, ასევე რეგისტრაციის შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებებისა ან/და შესწორებების შეტანა ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა განაცხადში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე ხდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
7. განაცხადში მექანიკური შეცდომების გასწორება ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე