1. საქპატენტი უფლებამოსილია ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა, განაცხადში ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განმცხადებლის მიერ საფასური არ გადაიხდება.
3. განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს შესაბამისი მასალები.
4. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გაგრძელება თითო თვით, არა უმეტეს 2 თვისა.
5. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი მასალა, რომელიც ავსებს, ცვლის ან აზუსტებს განაცხადს, არ უნდა სცილდებოდეს დიზაინის დაცვის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მასალა არ განიხილება, რის შესახებაც განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ
თავი III — განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 23. განმცხადებლის მიერ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანის პირობები
- მუხლი 8. განაცხადის მასალების შევსება, შეცვლა, შესწორება და დაზუსტება
- მუხლი 7. საქპატენტთან მიმოწერა
- მუხლი 8. საქპატენტი
- მუხლი 11. საქპატენტის ბიუჯეტი
- მუხლი 241. განაცხადის საერთაშორისო ბიუროში წარდგენა საქპატენტის მეშვეობით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება
- მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
- მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა
- მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება
- მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება
- მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით
- მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება
- მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა
- მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა
- მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი
- მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 21, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-21/