1. გამოგონების აღწერილობაში, ფორმულასა და სხვა მასალებში გამოიყენება მოცემული დარგისათვის მიღებული ტერმინები და შემოკლებები.

2. ახალი ტერმინის შემოტანის შემთხვევაში, მისი განმარტება უნდა მოხდეს პირველივე გამოყენებისას.

3. ყველა პირობითი აღნიშვნა უნდა განიმარტოს.

4. გამოგონების აღწერილობის ტექსტსა და ფორმულაში ერთი და იგივე ნიშნები ერთნაირად უნდა იწოდებოდეს. ტერმინოლოგიური ერთიანობის მოთხოვნები ეხება ფიზიკურ ერთეულებს და პირობით აღნიშვნებსაც.

5. ფიზიკური სიდიდეების ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს ერთეულთა მოქმედ საერთაშორისო სისტემას.

6. საგანაცხადო მასალები არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ასევე, ისეთ გამოთქმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

7. გამოგონების აღწერილობისა და ფორმულის თითოეული ფურცელი გამოიყენება მხოლოდ ერთი მხრიდან. ტექსტური მასალის გადმოცემისას პწკარები ფურცლის მცირე გვერდის პარალელურად უნდა განლაგდეს.

8. ყოველი საგანაცხადო მასალის გაფორმება უნდა იწყებოდეს ცალკე ფურცლიდან.

9. ყოველი საგანაცხადო მასალა უნდა შესრულდეს თეთრ ფორმატზე ზომით 210X297 მმ.

10. ფურცელზე მინდვრის დატოვების მინიმალური ზომებია: მარცხენა მხარეს – 25 მმ, ხოლო მარჯვენა, ზედა და ქვედა მხარეს – 20 მმ.

11. გამოგონების აღწერილობის და ფორმულის ყველა ფურცელი ინომრება არაბული ციფრებით, გამჭოლი ნუმერაციით, დაწყებული პირველი გვერდიდან.

12. საგანაცხადო მასალები იბეჭდება შავი ფერის შრიფტით.

13. გამოგონების აღწერილობის, ფორმულისა და რეფერატის ტექსტები იბეჭდება არანაკლებ 1,5 ინტერვალით. ამასთან, ასოების სიმაღლე უნდა იყოს 0,42 სმ (შრიფტის ზომა 12