თავი II — სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება
1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.
2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ
…ნიშნის „y“-ის მფლობელი, ნიცის საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-19 და 35-ე კლასებში არსებული საქონლისათვის ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში: სპეციალური კანონი, მე-17 მუხლი,; ტ. 1, ს.ფ 16-17). 2. პირველმა საწარმომ 2013 წლის 22 ნოემბერს შპს „ქ“-ს (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან პირველი კასატორი) გაუგზავნა…
საქმე №ას-62-56-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2016
…2) M.., 3) M.., 4) M.., 5) M..-, 6) M.., 7) M.., 8) M... სასაქონლო ნიშნები შეიცავს მზის გამოსახულებას, ასევე ქართული ძეგლების შავ-თეთრ გამოსახულებებს ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგში სპეციალური კანონი, მე-17 მუხლი; იხ. ტ. 1, ს.ფ. 109-110, 353-358); 2. შპს „ტ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, გამყიდველი) ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სიტყვიერ სასაქონლო ნიშანზე –…
…შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმით“ (საქართველოსთვის ძალაშია 1998 წლის 20 აგვისტოდან) [5] დავით ძამუკაშვილი, ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2012, გვ. 393-394 [6] „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი [7] გამონაკლისს წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებული ნიშნები. ამ ნიშნების თაობაზე იხ. პარიზის კონვენციის…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 23. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია— „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე