1. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. განცხადება განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ, წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით და გადახდილ იქნეს დადგენილი საფასური. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განცხადება შეჩერების შესახებ არ განიხილებ