1. საქმისწარმოების განყოფილება ამოწმებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლებს – შეესაბამება თუ არა დედანის და ასლის შინაარსი ერთმანეთს. არ შეიძლება დამოწმდეს დოკუმენტი, რომლის შინაარსი შეცვლილია ან დარღვეულია მისი მთლიანობა.

2. ასლის დამოწმებისას მის ყველა გვერდზე სრულდება წარწერა – „ასლი დედანთან სწორია“, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და საქმისწარმოების განყოფილების ბეჭდით.

3. დოკუმენტის ასლის დამოწმების დროს დგება დამოწმების ფურცელი, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში და შეიცავს:

ა) დოკუმენტის ზუსტ დასახელებას;

ბ) ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას;

გ) დამოწმების დროს და ადგილს;

დ) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და ბეჭედ