1. მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ნორმათა დაცვით უზრუნველყოფს მერის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთნ ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემისას შესაბამისი დოკუმენტის ასლის დამოწმება ხდება ამ ინსტრუქციის მე-10 მულით გათვალისწინებული წესი