1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დოკუმენტებს იღებს მისამართზე: ქ. ბრატისლავა-რაჭის  ქუჩა №11; აგრეთვე ელექტრონული ფოსტით – ambrolaurisakrebulo@gmail.com.

2. მუნიციპალიტეტი დოკუმენტებს იღებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით.

3. მატერიალური სახით მიღებული დოკუმენტაცია თანდართულ მასალებთან ერთად იხსნება ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში, მოწმდება ადრესატის სისწორე, პაკეტის ან კონვერტის სიმრთელე, კონვერტსა და დოკუმენტზე მითითებული ნომრების შესაბამისობა და რეგისტრირდება დადგენილი წესით.

4. ელექტრონული სახით მიღებული კორესპონდენცია თანდართულ მასალებთან ერთად მუშავდება და შეძლებისდაგვარად მატერიალიზდება (იბეჭდება).

5. თუ აღმოჩნდა, რომ დოკუმენტაცია არასრული ან დაზიანებულია, დარღვეულია კონვერტის სიმრთელე ან დოკუმენტის ნომერი არ შეესაბამება კონვერტზე მითითებულს, მაშინ დგება აქტი 2 ეგზემპლარად დადგენილი ფორმით, ერთი ეგზემპლარი ერთვის მიღებულ დოკუმენტაციას და რჩება ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება გამომგზავნს წინადადებით, აღმოფხვრას ხარვეზი და განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 5 დღისა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ დოკუმენტაცია უბრუნდება გამომგზავნს.

6. შემოსული დოკუმენტაციის კონვერტის შენახვა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციაზე არ არის მითითებული თარიღი და გამომგზავნის მისამართი, ან მნიშვნელოვნად განსხვავდება კორესპონდენციის გამოგზავნის და მუნიციპალიტეტში მისი მიღების თარიღები.

7. თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, გამოგზავნილი დოკუმენტაცია გადაიგზავნება კუთვნილებისამებრ ან ადრესატის დაუდგენლობისას უბრუნდება გამომგზავნს.

8. დოკუმენტაცია წარწერით ,,სასწრაფოა“ ან სხვა სასწრაფო რეაგირების ნიშნით აღნიშნული, დაუყოვნებლივ ტარდება რეგისტრაციაში და გადაეცემა ადრესატს.

9. სატენდერო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში გადაეცემა სატენდერო კომისიას.

10. პაკეტები წარწერით „პირადად“ არ იხსნება, რეგისტრაციაში ტარდება პაკეტზე მითითებული მონაცემების მიხედვით და მატერიალური სახით გადაეცემა ადრესატს.

11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) შეტყობინებები სხდომების, თათბირებისა და დღის წესრიგის შესახებ;

ბ) სარეკლამო მასალები, პლაკატები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები;

გ) ნაბეჭდი გამოცემები (წიგნები, ჟურნალები, ბიულეტენები, ბუკლეტები, გაზეთები და სხვა