1. ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. მუნიციპალიტეტის დოკუმენტბრუნვას წარმოადგენს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული დოკუმენტების მოძრაობა მათი მიღების ან შექმნის მომენტიდან გაგზავნამდე ან საქმედ ფორმირებამდე.

3. მუნიციპალიტეტში დოკუმენტბრუნვის ორგანიზება ხორციელდება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

4. დოკუმენტბრუნვის საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.

5. მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების პროცესის ორგანიზებულად წარმართვის და ეფექტური კონტროლის მიზნით მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საქმისწარმოების განყოფილების მოვალეობაში შედის:

ა) დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ბ) საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა დაცვით;

გ) დოკუმენტბრუნვის პროცესის რეგულირება, დოკუმენტების და დავალებების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი რეაგირების, განხილვის, შესრულების და გაფორმების კონტროლი;

დ) შემსრულებელი ქვედანაყოფისათვის შესრულების ვადის შეხსენებას;

ე) დოკუმენტბრუნვის მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღება, ცნობების განზოგადება და მერისთვის ინფორმაციის მიწოდება. საჭიროების შემთხვევაში თათბირებსა და კოლეგიური ორგანოების სხდომებზე შედეგების შესახებ მოხსენება;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;

ზ) საქმეთა შენახვის და დოკუმენტის მოძიების უზრუნველყოფა;

თ) საქმისწარმოებით დასრულებული საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლი;

ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

კ) დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობა;

ლ) მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;

მ) სხვა მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით.
თავი II
დოკუმენტბურნვის ორგანიზე