1. დოკუმენტბრუნვაში გამოიყოფა შემდეგი დოკუმენტნაკადები:
ა) შემოსული დოკუმენტაცია;
ბ) შიდა დოკუმენტაცია;
გ) გასული დოკუმენტაცია.
2. საქმისწარმოების განყოფილების გავლას და რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) იურიდიული, ფიზიკური პირებისგან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენტაცია.
ბ) იურიდიული, ფიზიკური პირებისათვის და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გასაგზავნი დოკუმენტაცია.
გ) მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის (გარდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) მიერ შექმნილი შიდა დოკუმენტაცია.
3. დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას: შემოსული – შემოსვლის დღეს, შექმნილი – ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. რეგისტრირებული დოკუმენტი ერთი პირველადი სტრუქტურული ერთეულიდან/მეორადი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაცემისას ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მოხელე მიიღებს საქმისწარმოების განყოფილების გავლის გარეშე, აუცილებლად გადის რეგისტარციის პროცესს.
4. რეგისტრაცია წარმოებს დოკუმენტების ჯგუფების მიხედვით უწყვეტი ნუმერაციით. მაგალითად, ცალკე რეგისტრაციას ექვემდებარება ხელმძღვანელის ბრძანებები, შიდა, შემოსული და გასული დოკუმენტაცია. რიგითი სარეგისტრაციო ნომრები დოკუმენტებს მიეკუთვნება თითოეული სარეგისტრაციო ჯგუფის ფარგლებში.
5. დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი დგება შემდეგი თანამიმდევრობით – რიგითი ნომრისაგან, აგრეთვე კორესპონდენტის, შემსრულებლების და სხვა კლასიფიკატორების ნიშნების ინდექსისგან, რომლებიც განცალკევდებიან ირიბი ხაზით.
6. შემოსული კორესპონდენციის დაუყოვნებლივი შესრულების საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის ოფიციალურ განხილვამდე, დასაშვებია სავარაუდო შემსრულებელი გაეცნოს მის შინაარს.
7. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების მოხელე ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეს მისცეს განმარტება განცხადების/საჩივრის წარმოდგენის პროცესში დაშვებული ხარვეზების შესახებ, უზრუნველყოს მოქალაქეები განცხადების და საჩივრის ფორმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში