1. გასაგზავნი დოკუმენტები უნდა დამუშავდეს და გაიგზავნოს იმავე დღეს ან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. სასწრაფოდ გადასაცემი დოკუმენტი იგზავნება დაუყოვნებლივ.

2. გაგზავნის წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისრულე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან. საჭიროებისას თავსდება კონვერტში, ფორმდება საფოსტო გზავნილად და გადაეცემა საფოსტო მომსახურების წარმომადგენელს ან პირდაპირ ადრესატს.

3. დოკუმენტის გადაცემისას დგება „დოკუმენტის გაცემის ბარათი“, რომელიც ფორმდება საქმისწარმოების განყოფილების მოხელის და საფოსტო მომსახურების წარმომადგენლის ან ადრესატის (უშუალოდ ხელზე გადაცემის შემთხვევაში) ხელმოწერით და მიმდინარე თარიღი