1. დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მოხელე ფაქტის შესახებ წერილობით აცნობებს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციულ სამსახურს. აღნიშნულზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.

2. დოკუმენტის აღდგენამდე მის ადგილას იდება მოხსენებითი ბარათი ახსნა-განმარტებით.

3. შემოსული დოკუმენტის დაკარგვისას ავტორს ეგზავნება ოფიციალური მიმართვა თხოვნით, გამოგზავნოს დაკარგული დოკუმენტის იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარი.

4. თუ მცდელობის მიუხედავათ ვერ მოხერხდება დაკარგული დოკუმენტის აღდგენა, შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო საქმისწარმოების წესით, პირველი ინსტანციის რაიონული სასამართლოსადმი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად სარჩელით მიმართვის გზით.
თავი III
დოკუმენტის შედგენა და გაფორმებ