1. დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მოხელე ფაქტის შესახებ წერილობით აცნობებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურს. აღნიშნულზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
2. დოკუმენტის აღდგენამდე მის ადგილას იდება მოხსენებითი ბარათი ახსნა-განმარტებით.
3. შიდა დოკუმენტის დაკარგვისას იწყება დაკარგული დოკუმენტის გამოცემისთვის გათვალისწინებილი ადმინისტარციული წარმოება ახალი დოკუმენტის ან დაკარგული დოკუმენტით მოწესრიგებული ურთიერთობის ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის აღიერების დოკუმენტის გამოცემის მიზნით.
4. შემოსული დოკუმენტის დაკარგვისას ავტორს ეგზავნება ოფიციალური მიმართვა თხოვნით,გამოგზავნოს დაკარგული დოკუმენტის იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარი.
5. თუ მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდება დაკარგული დოკუმენტის აღდგენა, შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო საქმისწარმოების წესით, პირველი ინსტანციის რაიონული სასამართლოსადმი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად სარჩელით მიმართვის გზით.
თავი III
დოკუმენტების შედგენა და გაფორმე