1. დოკუმენტის მიღებას, რეგისტარციას, წინასწარ გარჩევას და განაწილებას, შიდა მოძრაობასა და გასული დოკუმეტის გაგზავნას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება. დაუშვებელია დოკუმენტების მიღება, შიდა მოძრაობა და გაგზავნა საქმისწარმოების განყოფილების გვერდის ავლით.
2. მუნიციპალიტეტი დოკუმენტებს იღებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით.
3. ელექტრონული სახით მიღებული კორესპონდენცია თანდართულ მასალებთან ერთად მუშავდება და შეძლებისდაგვარად მატერიალიზდება (იბეჭდება).
4. რეგისტრაციას არ ექვემდებარება: ა) სარეკლამო მასალები, პლაკატები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები; ბ) ნაბეჭდი გამოცემები (წიგნები, ჟურნალები, ბიულეტენები, ბუკლეტები, გაზეთები და სხვა)
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.03.2016
მუხლი 5. დოკუმენტების მოძრაობა
თავი II — დოკუმენტბრუნვის ორგანიზების ზოგადი წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საქმისწარმოების წესის მოქმედების ფარგლები
- მუხლი 4. საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი
- მუხლი 6. რეგისტარციის ზოგადი წესი
- მუხლი 7. დოკუმენტების გაგზავნის წესი
- მუხლი 8. დოკუმენტის ასლის გაცემის წესი
- მუხლი 9. დაკარგული დოკუმენტის აღდგენა
- მუხლი 10. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 11. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 12. შემოსული კორესპონდენციის მიღება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №11, 07.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3213414/muxli-5/