თვითმმართველობის ორგანოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი (მითითება შემსრულებელი);
ბ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ (მითითება შესწავლილი);
გ) იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ (მითითება შეთანხმებული);
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი (მითითება შეთანხმებული).
4. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი.
5. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
თავი IV
შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია)
და განაწილე