1. დოკუმენტბრუნვაში გამოიყოფა შემდეგი დოკუმენტნაკადები:

ა) შემოსული დოკუმენტაცია;

ბ) შიდა დოკუმენტაცია;

გ) გასული დოკუმენტაცია.

2. საქმისწარმოების განყოფილების გავლას და რეგისტრაციას  ექვემდებარება:

ა) იურიდიული,  ფიზიკური პირებისგან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენტაცია;

ბ) იურიდიული, ფიზიკური პირებისათვის და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გასაგზავნი დოკუმენტაცია;

გ) ერედვის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ შექმნილი  შიდა  დოკუმენტაცია.

3. რეგისტრაცია წარმოებს დოკუმენტების ჯგუფების მიხედვით უწყვეტი ნუმერაციით.

შესაბამისად, ცალკე რეგისტრაციას ექვემდებარება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები, შიდა,შემოსული და გასული დოკუმენტაცია. რიგითი სარეგისტრაციო ნომრები
დოკუმენტებს მიეკუთვნება თითოეული სარეგისტრაციო ჯგუფის ფარგლებში.

4. დოკუმენტის რეგისტრაცია ნიშნავს მატერიალურ დოკუმენტზე ტექსტისაგან თავისუფალ ადგილას, მარჯვენა ქვედა კუთხეში სარეგისტრაციო შტამპის დასმას მის გაფორმებას სარეგისტარციო ნომრით და დოკუმენტის შემოსვლის თარიღით.

5. დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი დგება შემდეგი თანამიმდევრობით –
რიგითი ნომრისაგან, შესაძლებელია, კორესპონდენტის, შემსრულებლების და სხვა კლასიფიკატორების ნიშნების
ინდექსის მითითება, რომელიც განცალკევდება ირიბი ხაზი