1. საქმისწარმოების წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საკადრო პოლიტიკისა და კადრების საორგანიზაციო განყოფილება (შემდგომ –
საქმისწარმოების განყოფილება).
2. ამ საქმისწარმოების წესით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქმისწარმოების განყოფილებას, რომლის მოვალეობაში შედის:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა ქვედანაყოფის უფროსისა და შემსრულებლისათვის;
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ზ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა;
თ) სხვა მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით.
3. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის დანერგვისას დოკუმენტბრუნვის ორგანიზება იწარმოებს ელექტრონული ფორმით.