1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის (შემდგომში –
საქმისწარმოების წესი) მიზანია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, დოკუმენტების შედგენისა და გაფორმების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება.
2. საქმისწარმოების წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურებს.
3. საქმისწარმოების წესის მოქმედება ვრცელდება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალური და ელექტრონული სახის დოკუმენტაციაზე და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის ადგენს საქმისწარმოების ერთიან წესებ