ამ საქმისწარმოების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქმისწარმოება – საქმიანობა, რომელიც მიმართულია დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების, დოკუმენტის შედგენისა და გაფორმების ხარისხის ამაღლების, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისაკენ;
ბ) დოკუმენტბრუნვა – დოკუმენტების მოძრაობა მათი მიღების ან შექმნის მომენტიდან
შესრულების დამთავრებამდე, გაგზავნამდე ან საქმეში მოთავსებამდე;
გ) მატერიალური დოკუმენტბრუბვა – დოკუმენტბრუნვა, რომელიც არ ხორციელდება
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით;
დ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს დოკუმენტის სკანირებას, ელექტრონულ სისტემაში გაშვებას და მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახვას, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახული კორესპონდენციის გაგზავნას უშუალო შემსრულებელთან ან პირიქით, ელექტრონული დოკუმენტების გაცვლას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
ე) საქმე – ცალკე საქაღალდეში მოთავსებული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც
შეეხება გარკვეულ საკითხს, სამუშაოს ან საქმიანობის სფეროს;
ვ) საქმეთა ნომენკლატურა – საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საქმეთა სათაურების
დადგენილიწესით გაფორმებული სისტემატიზებული ნუსხა, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები;
ზ) დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი – იმ დოკუმენტების ტაბელი რომლებიც აუცილებელია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციებისა და ამოცანების რეალიზებისათვის. მუნიციპალიტეტში დაუშვებელია ტაბელით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შედგენა;
თ) მოხსენებითი ბარათი – მიმართვა ზემდგომი თანამდებობის პირისადმი;
ი) სამსახურებრივი ბარათი – მიმართვა თანაბარი ან ქვემდგომი თანამდებობის პირისადმი;
კ) რეზოლუცია – დოკუმენტზე რეაგირების მიზნით ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის განკარგულება (დავალება);
ლ) სპეციალური ვადა – უფლებამოსილი პირის მიერ დავალების შესასრულებლად დადგენილი შიდაორგანიზაციული ვადა. სპეციალური ვადა განისაზღვრება კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში;
მ) ვიზირება – უფლებამოსილი პირის თანხმობა დოკუმენტის შინაარსზე მისი კომპეტენციის ფარგლებშ
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.03.2016
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
- მუხლი 3. საქმისწარმოების წესის მოქმედების ფარგლები
- მუხლი 4. საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი
- მუხლი 5. დოკუმენტების მოძრაობა
- მუხლი 6. რეგისტარციის ზოგადი წესი
- მუხლი 7. დოკუმენტების გაგზავნის წესი
- მუხლი 8. დოკუმენტის ასლის გაცემის წესი
- მუხლი 9. დაკარგული დოკუმენტის აღდგენა
- მუხლი 10. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 11. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 12. შემოსული კორესპონდენციის მიღება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №11, 07.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3213414/muxli-2-2/