1. გასაგზავნი დოკუმენტები უნდა დამუშავდეს და გაიგზავნოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით. სასწრაფოდ გადასაცემი დოკუმენტი იგზავნება დაუყოვნებლივ.
2. გაგზავნის წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისრულე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან. საჭიროებისას თავსდება კონვერტში, ფორმდება საფოსტო გზავნილად და გადაეცემა საფოსტო მომსახურების წარმომადგენელს ან  პირდაპირ ადრესატს.
3. დოკუმენტის გადაცემა საფოსტო მომსახურების წარმომადგენლზე ან ადრესატზე  (უშუალოდ ხელზე გადაცემის შემთხვევაში) ფიქსირდება მათი ხელმოწერითა და მიმდინარე თარიღი