1. ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები, საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე იღებენ ან გამოსცემენ სხვადასხვა სახის მმართველობით დოკუმენტებს.

2. დოკუმენტები დასახელების, ფორმებისა და რეკვიზიტების შემადგენლობის მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დოკუმენტაციის უნიფიცირებულ სისტემებს, საქმისწარმოების ერთიანი წესების მოთხოვნებს.

3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, თუკი დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

4. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ახორციელებს:

ა) მოხელე, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი (მიეთითება „შემსრულებელი“);

ბ) შესაბამისი სამსახურის განყოფილების უფროსი (მიეთითება „შესწავლილია“);

გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მიეთითება „შეთანხმებულია“).

5. საკრებულოს აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) იმ მოხელის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი (მიეთითება „შემსრულებელი“);

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ (მიეთითება „შეთანხმებულია“