1. დავალების ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს გაცემული დავალების შემსრულებლის ვინაობა, შესასრულებელი დავალების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში შესრულების სპეციალური ვადა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებს. დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს.

2. დავალების შესრულების ვადა გამოითვლება სამუშო დღეების მიხედვით. ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.

3. თუ რეზოლუციით დავალება რამდენიმე პირს აქვს მიცემული, რეზოლუციაში მითითებულ პირველ შემსრულებელს ეგზავნება დოკუმენტის დედანი, ხოლო დანარჩენებს – ასლები. როდესაც ერთ საკითხზე დავალება რამდენიმე პირს აქვს მიცემული, მისი დადგენილ ვადებში შესრულებისთვის პასუხისმგებელია ის, ვინც რეზოლუციაში პირველია მითითებული, ხოლო დანარჩენები ვალდებულნი არიან პირველ შემსრულებელს მიაწოდონ ინფორმაცია (მოსაზრება) დავალებაზე.

4. სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოებაში მიღებული დავალების გადამისამართებას ახდენს მხოლოდ მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილების მოხელეზე.

5. თუ დავალება არ მოითხოვს წერილობით პასუხს ან მასზე რეაგირება წერილობით არ ხდება, პასუხისმგებელი პირის მიერ დგება მოხსენებითი ბარათი განცხადების ჩამოწერის შესახებ.

6. შემსრულებელი ვალდებულია დავალებაზე მუშაობა დაასრულოს დავალებით განსაზღვრულ სპეციალურ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დავალებაში არ არის განსაზღვრული სპეციალური ვადა, დავალება სრულდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადაში.

7. დაუშვებელია შემსრულებლის მიერ მასზე დაწერილი დავალების გადაწერა სხვა თანამშრომელზე. გამონაკლის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია დასაბუთებული თხოვნით მიმართოს რეზოლუციის ავტორს მასზე დაწერილი დავალების შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომელზე გადაწერის თაობაზე.

8. როცა საკითხის გადაწყვეტისთვის კანონმდებლობით დაწესებულია კონკრეტული ვადა და საჭიროა ერთზე მეტი მოხელის მიერ დავალების შესრულება, თითოეულმა დავალება უნდა შეასრულოს გონივრულ ვადაში, რათა საერთო ვადა თანასწორად გადანაწილდეს.

9. თუ დავალებით განსაზღვრული სპეციალური ვადა არ არის საკმარისი დოკუმენტის შესასრულებლად, შემსრულებელი დასაბუთებული თხოვნით მიმართავს დავალების ავტორს ვადის გაგრძელების თაობაზე. შესრულების ვადის გაგრძელება ფიქსირდება საქმისწარმოების განყოფილებაში.

10. შემსრულებელი დავალებული საკითხის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების შესახებ ამზადებს წერილობით პასუხს – მოხსენებით ბარათს და დოკუმენტის პროექტის პირველად ვარიანტს, მოხსენებით ბარათში აისახება შესწავლილი საკითხის მოკლე შინაარსი, გამოყენებული მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები და გადაწყვეტილება.

11. შემსრულებლის მიერ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დავალების გამცემს ეცნობება შესრულების შედეგები. შენიშვნის ან შესრულებული დავალების ფარგლებში ახალი დავალების არ არსებობის შემთხვევაში დავალება ითვლება შესრულებულად.

12. დავალების შესრულებულად მიღების შემდეგ ხდება მისი ჩამოწერ