1. შემოსული დოკუმენტების წინასწარი გარჩევა ხდება მათი განაწილების მიზნით, რათა განისაზღვროს ხელმძღვანელობის მიერ აუცილებლად განსახილველი და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისა და პასუხისმგებელი შემსრულებლებისათვის უშუალოდ გადასაცემი დოკუმენტები.
2. მერს ან საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება გადასცემს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან საკრებულოს აპარატს.
3. დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების სახით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირ