1. ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის) საქმისწარმოების ინსტრუქცია განსაზღვრავს საქმისწარმოების ორგანიზებას და მისი მიზანია მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებასა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.

2. საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

3. ეს ინსტრუქცია არ არეგულირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებზე მუშაობის საკითხებს.

4. ინსტრუქციის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მატერიალური და ელექტრონული სახის დოკუმენტაციაზე და მუნიციპალიტეტში დასაქმებული ყველა საჯარო მოსამსახურისათვის ადგენს საქმისწარმოების ერთიან და სავალდებულო წესებს.

5. ინსტრუქციის დაცვა სავალდებულოა მუნიციპალიტეტში დასაქმებული ყველა საჯარო მოსამსახურისათვის