ა) ფინანსური დეფიციტების შევსების მიზნით, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ხელმომწერთა მიერ კაპიტალური შენატანების ან „ინტელსატ“-ის შემოსავლების მოლოდინის პერიოდში, მმართველთა საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, „ინტელსატ“-ს შეუძლია დადოს საოვერდრაფტო შეთანხმებები.
ბ) განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას და „ინტელსატ“-ის მიერ გატარებული ნებისმიერი ღონისძიებების დაფინანსების ან „ინტელსატ“-ის მიერ აღებული ნებისმიერი სავალო ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეთანხმების III მუხლის (ა), (ბ) ან (გ) პარაგრაფის ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, „ინტელსატ“-ს შეუძლია აიღოს სესხები მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთი სესხების გადაუხდელი თანხები მიჩნეულ უნდა იქნას როგორც ძირითადი საკონტრაქტო ვალდებულებები, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესრულების მიზნით. შეთანხმების X მუხლის (ა)(XV) ქვეპუნქტის მიხედვით, მმართველთა საბჭომ ხელმომწერთა კრებაზე უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი ანგარიში სესხის აღებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზების, სესხის ვადებისა და პირობების შესახებ