(ა) გარდა ამ მუხლში სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევებისა, თითოეული ხელმომწერის მიერ ჩადებული ინვესტიციის წილი განისაზღვრება ყველა ხელმომწერის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებაში თავისი პროცენტული წილის პროპორციულად.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ხელმომწერის მიერ „ინტელსტ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენების მაჩვენებელი გამოითვლება ხსენებული ხელმომწერის მიერ „ინტელსტ“-ისათვის სეგმენტის გამოყენებაზე გადასახდელი თანხების გაყოფით დღეების იმ რაოდენობაზე, რომელ დღეებშიც გადასახდელი იყო გადასახადები ამ მუხლის (გ)(i), (გ)(ii) ან (გ)(v) ქვეპუნქტების მიხედვით საინვესტიციო წილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერის მიერ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში კოსმოსური სეგმენტის გამოყენების შესაბამისი დღეების რაოდენობა (რომელთათვისაც გადასახდელია შესაბამისი საფასური) 90 დღეზე ნაკლებია, მაშინ წილის განსაზღვრისას ასეთი გადასახადები მხედველობაში არ მიიღება.
(გ) გადაწყვეტილება საინვესტიციო წილების შესახებ ძალაში შევა:
(i) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან;
(ii) ყოველი წლის პირველი მარტიდან; იმ პირობით, რომ თუ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევა დამდეგი მარტის თვის 1-ლ რიცხვამდე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, მაშინ საინვესტიციო წილების შესახებ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არანაირი გადაწყვეტილება არ შევა ძალაში;
(iii) ახალი ხელმომწერისათვის ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან;
(iv) რომელიმე ხელმომწერის „ინტელსტ“-იიდან გასვლის თარიღიდან; და
(v) იმ ნებისმიერი ხელმომწერის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის თარიღიდან, რომლისთვისაც პირველად დადგა თავისი საკუთარი მიწისზედა სადგურიდან „ინტელსტ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებაზე დარიცხული გადასახადების გადახდის ვადა; იმ პირობით, რომ ხსენებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება კოსმოსური სეგმენტის გამოყენებისათვის გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან 90 დღეზე ადრე პერიოდის განმავლობაში.
(დ) (i) ნებისმიერ ხელმომწერს შეუძლია მოითხოვოს მისთვის უფრო ნაკლები საინვესტიციო წილის გამოყოფა. ასეთი მოთხოვნები წარდგენილ უნდა იქნას „ინტელსტ“-ში და მათში უნდა მიეთითოს სასურველი შემცირებული საინვესტიციო წილის ოდენობა. ასეთი მოთხოვნების შესახებ „ინტელსტ“-მა სასწრაფო შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ყველა ხელმომწერს და ხსენებული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს იმდენად, რამდენადაც სხვა ხელმომწერები თანხმობას განაცხადებენ თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდის შესახებ.
(ii) ნებისმიერ ხელმომწერს შეუძლია შეატყობინოს „ინტელსტ“-ს, რომ იგი მზადაა გაზარდოს თავისი საინვესტიციო წილი ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილის შემცირების შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სადაც მან უნდა მიუთითოს თავისი საინვესტიციო წილის ზრდის ზღვრული ოდენობა (თუ ასეთი იქნებ). ხსენებული ზღვრული ოდენობების გათვალისწინებით, ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე საინვესტიციო წილების შემცირების შესაბამისი საერთო თანხა უნდა გადანაწილდეს იმ ხელმომწერთა შორის, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც უნდა განხორციელდეს ხსენებულ განაწილებამდე უშუალოდ მათ საკუთრებაში არსებული საინვესტიციო წილის პროპორციულად.
(iii) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილის შემცირების შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე ვერ ხერხდება შემცირებული თანხების სრულად განაწილება იმ ხელმომწერთა შორის, რომლებმაც ამ პუნქტის (ii) ქვეპუნქტის თანახმად თანხმობა განაცხადეს თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდაზე, მაშინ საინვესტიციო წილების გაზრდის თვალსაზრისით მისაღები თანხების საერთო რაოდენობა უნდა განაწილდეს თითოეული იმ ხელმომწერის მიერ მითითებულ ზღვრულ ოდენობამდე, რომლებიც ამ პუნქტის თანახმად თანხმობას აცხადებენ თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდაზე, რაც უნდა განხორციელდეს იმ ხელმომწერთა საინვესტიციო წილების შემცირების თანხების პროპორციულად, რომლებმაც მოითხოვეს თავიანთი წილების შემცირება ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად.
(iv) ნებისმიერი ხელმომწერის მიერ ამ პუნქტის თანახმად თავისი საინვესტიციო წილის შემცირებაზე მოთხოვნის წამოყენება ან თავისი საინვესტიციო წილის გაზრდაზე თანხმობის განცხადება ნიშნავს მის მიერ თავისი საინვესტიციო წილის გაზრდას ან შემცირებას ამ პუნქტში განსაზვრული პირობების მიხედვით, რომელიც ძალაში იქნება ამავე მუხლის (გ)(ii) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილების შემდგომ განსაზღვრამდე.
(v) მმართველთა საბჭო დაადგენს შესაბამის წესებს ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად ხელმომწერთა მიერ თავიანთი საინვესტიციო წილების შემცირების მოთხოვნის შესახებ შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით და ამ პუნქტის (ii) ქვეპუნქტის თანახმად იმ ხელმომწერთა მიერ საინვესტიციო წილების გაზრდაზე შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით, რომლებიც მზად არიან გაზარდონ თავიანთი საინვესტიციო წილი.
ე) მმართველთ საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისა და მმართველთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების განსაზღვრის მიზნით, ამ მუხლის (გ)(ii) ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრული საინვესტიციო წილები ძალაში შევა საინვესტიციო წილების განსაზღვრის შემდეგ ხელმომწერთა კრების რიგითი სხდომის ჩატარების პირველივე დღიდან.
ვ) როდესაც საინვესტიციო წილი განისაზღვრება ამ მუხლის გ(iii) ან გ(v) ქვეპუნქტის ან (თ) პუნქტის მიხედვით, და როდესაც ამის აუცილებლობა გამოწვეულია რომელიმე ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის გამო, ყველა სხვა ხელმომწერთა საინვესტიციო წილებში კორექტირების შეტანა უნდა განხორციელდეს ხსენებულ კორექტირებამდე მათ მფლობელობაში არსებული შესაბამისი საინვესტიციო წილების პროპორციულად. „ინტელსატ“-იდან ხელმომწერის გასვლის შემთხვევაში, არ უნდა გიზარდოს ამ მუხლის (თ) პუნქტის მიხედვით განსაზღვრული საინვესტიციო წილები, რომელთა ოდენობა საინვესტიციო წილების საერთო ოდენობის 0,05%-ს შეადგენს.
ზ) ინტელსატმა ყველა ხელმომწერს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საინვესტიციო წილების თითოეული განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების შედეგებისა და ასეთი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
(თ) მიუხედავად ამ მუხლის ნებისმიერი დებულებისა, არც ერთი ხელმომწერის საინვესტიციო წილი არ იქნება საინვესტიციო წილის საერთო ოდენობის 0.05%-ზე ნაკლები ან ამ მუხლის (ბ) პუნქტის დებულებების თანახმად განსაზღვრული ყველა ხელმომწერის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის მთლიან გამოყენებაში თავისი პროცენტული წილის 150%-ზე მეტი