(ა) შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თითოეული ხელმომწერი „ინტელსატ“-ის კაპიტალში შენატანებს განახორციელებს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული მისი საინვესტიციო წილის პროპორციული ოდენობით და კაპიტალის ანაზღაურების თანხას და კაპიტალის გამოყენების კომპენსაციას მიიღებს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის დებულებების მიხედვით.
(ბ) კაპიტალის მოცულობაში შედის ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის ან ინტელსატის სხვა ქონების დიზაინის, განვითარების, მშენებლობისა და შექმნის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, ასევე, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის (ვ) პუნქტისა და მე-18 მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად ხელმომწერთა მიერ განხორციელებული შენატანები. მმართველთა საბჭო ადენს ინტელსატის ფინანსურ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კაპიტალში ხელმომწერთა მიერ განხორციელებული შენატანების საფუძველზე.
(გ) თითოეული ხელმომწერი, როგორც ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მომხმარებელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მომხამარებელი, იხდის ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის დებულებების თანახმად ქონების გამოყენებისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.
(დ) მმართველთა საბჭო განსაზღვრავს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ გადასახადის სქემას. ნებისმიერ გადაუხდელ თანხას გადახდის დადგენილი თარიღიდან ემატება მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი პროცენტული ნიხრი