(ა) ხელმომწერთა მიერ კაპიტალში შენატანების ნეტო თანხა, აგრეთვე კაპიტალთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის შეუსრულებელი საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისი თანხა ექვემდებარება სილინგს (ზღვრულ თანხას). ეს თანხა მოიცავს სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა მიერ ამავე ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად კაპიტალში განხორციელებული შენატანებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერთა მეირ ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად განხორციელებული შენატანების ჯამურ (კუმულაციურ) თანხას გამოკლებული სპეციალური ხელშეკრულებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად მათთვის გადახდილი (ანაზღაურებული) კაპიტალის ჯამური თანხა, პლუს კაპიტალთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის შეუსრულებელი საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისი თანხა.
(ბ) წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტში მითითებული სილინგი შეადგენს 500 მილიონ აშშ დოლარს ან ამავე მუხლის (გ) ან (დ) პუნქტებით განსაზღვრულ თანხას.
(გ) მმართველთა საბჭოს შეუძლია ხელმომწერთა კრებას წარუდგინოს რეკომენდაცია (ბ) პუნქტის თანახმად მოქმედი სილინგის გაზრდის შესახებ. ხელმომწერთა კრება განიხილავს ხსენებულ რეკომენდაციას და გაზრდილი სილინგი ძალაში შევა ხელმომწერთა კრების მიერ დამტკიცების შემდეგ.
(დ) თუმცა, მმართველთა საბჭოს შეუძლია ზღვრული 500 მლნ აშშ სილინგი გაზარდოს ამ თანხის 10%-მდე ოდენობით ან უფრო მაღალ ზღვრულ თანხამდე, რომელიც შესაძლოა დაამტკიცოს ხელმომწერთა კრებამ ამ მუხლის (გ) პუნქტის პირობების მიხედვით