(ა) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას და შემდგომში საინვესტიციო წილების თითოეული განსაზღვრისას, მხარეთა საინვესტიციო წილებში შეტანილ უნდა იქნას ფინანსური შესწორებები („ინტელსატ“-ის მეშვეობით) წინამდებარე მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად განხორციელებული შეფასების საფუძველზე. ფინანსური ცვლილებების თანხები უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელმომწერთან მიმართებაში ხსენებული შეფასების გზით, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება:
(i) სხვაობა (თუ ასეთი არსებობს) სპეციალური ხელშეკრულების თანახმად თითოეული ხელმომწერისათვის განსაზღვრულ საბოლოო ქვოტასა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრულ მის საწყის საინვესტიციო წილს შორის - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს საინვესტიციო წილების განსაზღვრისას;
(ii) სხვაობა (თუ ასეთი არსებობს) თითოეული ხელმომწერის ახალ საინვესტიციო წილსა და წილების ასეთ განსაზღვრამდე მისი საინვესტიციო წილს შორის - საინვესტიციო წილების ყოველი შემდგომი განსაზღვრისას.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული შეფასება განხორციელდება შემდეგნაირად:
(i) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის ანგარიშებში გატარებული ყველა აქტივების საწყისი ღირებულებიდან (ყველა ძირითადი შემოსავლისა და ძირითად ხარჯების ჩათვლით დაიქვითება:
(ა) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის ანგარიშებში მითითებული ამორტიზაციის მთლიანი (კუმულირებული თანხა); და
(ბ) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის მიერ გადასახდელი სესხებისა და სხვა ანგარიშების შესაბამისი თანხა;
(ii) ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად მიღებული შედეგები შესწორდება:
(ა) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს ფინანსური შესწორებების განხორციელების მიზნით - „ინტელსატ“-ის მიერ კაპიტალის გამოყენებისათვის სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელ კუმულაციურ თანხებთან დაკავშირებულ საკომპენსაციო გადასახადში არსებული დეფიციტური ან ზედმეტი თანხის დამატებით ან დაქვითვით, კაპიტალის გამოყენების იმ საკომპენსაციო ნიხრით ან ნიხრებით, რომლებიც ძალაშია სატელიტური კომუნიკაციების დროებითი კომიტეტის მიერ სპეციალური ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად დადგენილ დროის პერიოდში. გადასახადში თანხის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასების მიზნით, გადასახდელი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად უნდა იქნას დაანგარიშებული და ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტში აღწერილი ელემენტების ნეტო თანხას უნდა ეხებოდეს.
(ბ) ყოველი შემდგომი ფინანსური შესწორების მიზნით - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან შეფასების მონაცემების ძალაში შესვლის დღემდე ექსპლუატაციის შესახებ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად კაპიტალის გამოყენებისათვის „ინტელსატ“-ის მიერ საკომპენსაციო გადასახადში არსებული დეფიციტური ან ჭარბი თანხის დამატებით ან დაქვითვით, კაპიტალის გამოყენების იმ საკომპენსაციო ნიხრით ან ნიხრებით, რომლებიც ძალაშია ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილ დროის პერიოდში. გადასახადში თანხის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასების მიზნით, გადასახდელი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად უნდა იქნას დაანგარიშებული და ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტში აღწერილი ელემენტების ნეტო თანხას უნდა ეხებოდეს.
(გ) ხელმომწერთა მიერ ან ხელმომწერთათვის ამ მუხლის დებულებების თანახმად გადასახდელი თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილ დღეს. მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი საპროცენტო ნიხრი დაემატება ამ დღის შემდეგ გადაუხდელ თანხას; ამის გარდა, ამ მუხლის (ა)(i) ქვეპუნქტის თანახმად გადასახდელ გადასახადებთან დაკავშირებით, პროცენტი დაემატება ექსპლუატაციის შესახებ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. ამ პუნქტში მითითებული საპროცენტო ნიხრი ექვივალენტური უნდა იყოს მმართველთა საბჭოს მიერ ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის (დ) პუნქტის თანახმად დადგენილი საპროცენტო ნიხრისა