(ა) შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით:
(i) მთლიანი ქონების, საკონტრაქტო უფლებების და ყველა სხვა უფლების, მათ შორის ზემოთ მითითებული შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის დროებითი და სპეციალური ხელშეკრულებების თანახმად სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა საკუთრებაში გაუნაწილებელი წილის სახით არსებულ კოსმოსურ სეგმენტთან დაკავშირებული უფლებების მფლობელია „ინტელსატი“;
(ii) „ინტელსატ“-ს გადაეცემა სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა მიერ ან მათი სახელით ნაკისრი ყველა ვალდებულება ან ყველა ის პასუხისმგებლობა, რომლებიც ხსენებულ მხარეებს კოლექტიურად დაეკისრება დროებითი და სპეციალური ხელშეკრულებების დებულებათა შესრულების პროცესში და რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის, ან რომლებიც წარმოიქმნა ხსენებულ დღემდე მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომების ან ქმედებების გამო. თუმცა ეს ქვეპუნქტი არ ეხება ნებისმიერ ისეთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც წარმოიქმნება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით, რომელთა მიღება, შეთანხმების მე-3 მუხლის (ვ) ქვეპუნქტის თანახმად, არ შეეძლო მმართველთა საბჭოს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეთა ასამბლეის მიერ წინასწარ მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე.
(ბ) „ინტელსატი“ წარმოადგენს „ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის და მის მიერ შეძენილი ყველა დანარჩენი ქონების მფლობელს;
(გ) „ინტელსატ“-ში თითოეული ხელმომწერის ფინანსური ინტერესი განისაზღვრება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად განხორციელებულ შეფასებაში მისი საინვესტიციო წილის გამოყენების შედეგად მიღებული თანხის ექვივალენტური ოდენობით
მუხლი 3. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებანი
- მუხლი 4. ფულადი შენატანები
- მუხლი 5. კაპიტალის ზღვრული თანხა
- მუხლი 6. საინვესტიციო წილი
- მუხლი 7. ფინანსური შესწორებები მხარეთა საინვესტიციო წილებში
- მუხლი 8. სეგმენტით სარგებლობის გადასახადები და შემოსავლები
- მუხლი 9. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 10. ოვერდრაფტები და სესხები
- მუხლი 11. გამოსარიცხი ხარჯები
- მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
- მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-3/