ა) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-4, მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით, ანგარიშსწორება ხელმომწერსა და „ინტელსატ“-ს შორის ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს „ინტელსატ“-სა და ხელმომწერთა შორის გადარიცხვების რაოდენობა და იმ სახსრების ოდენობა, რომელსაც „ინტელსატ“-ი ფლობს მმართველთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ აუცილებელ საექსპლუატაციო სახსრებზე მეტი ოდენობით.
ბ) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ხელმომწერებსა და „ინტელსატ“-ს შორის ყველა გადახდის ოპერაცია უნდა განხორციელდეს აშშ დოლარებში ან იმ ნებისმიერ ვალუტაში, რომლის კონვერტირება თავისუფლად შეიძლება აშშ დოლარებში