ა) მმართველთა საბჭო განსაზღვრავს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენების სიდიდის გაზომვის ერთეულებს სხვადასხვა ტიპის გამოყენების შემთხვევებისათვის და შეთანხმების VIII მუხლის შესაბამისად ხელმომწერთა კრების მიერ დადგენილი ზოგადი წესების საფუძველზე დაადგენს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის გადასახადებს. ასეთი გადასახადების მიზანია „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო, ტექნიკური მომსახურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურება, მმართველთა საბჭოს მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო სახსრების უზრუვნელყოფა, „ინტელსატ“-ში ხელმომწერთა მიერ ჩადებული ინვესტიციების ეტაპობრივი გადახდა და ხელმომწერთა კაპიტალის გამოყენების კომპენსაცია.
ბ) შეთანხმების III მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, მმართველთა საბჭო ადგენს გადასახადებს სპეციალური სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის არსებული სიმძლავრის გამოყენებაზე. ზემოთ აღნიშნული გადასახადები დგინდება შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების, კერძოდ კი წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტის შესაბამისად, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება სპეციალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული და „ინტელსატ“-ის ზოგად-ადმნისტრაციული ხარჯების ადექვატური ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების V მუხლის (ე) პუნქტის თანახმად ცალკეულ თანამგზავრს ან დამხმარე საშუალებებს აფინასნებს „ინტელსატი“, მაშინ მმართველთა საბჭო ადგენს ასეთი მომსახურებით სარგებლობის გადასახადს. ზემოთ აღნიშნული გადასახადები დგინდება შეთანხმების და ექპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების, კერძოდ კი წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, რათა სრულად დაიფაროს ხსენებული ცალკეული თანამგზავრის და დამხმარე საშუალებების დიზაინთან, განვითარებასთან, მშენებლობასთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაწეული პირდაპირი დანახარჯები და „ინტელსატ“-ის ზოგად-ადმინისტრაციული ხარჯების ადექვატური ნაწილი.
გ) ხელმომწერთა კაპიტალის გამოყენების საკომპენსაციო ნიხრის განსაზღვრისას მმართველთა საბჭო ითვალისწინებს „ინტელსატ“-ში ჩადებული ინვესტიციის რიკსთან დაკავშირებულ ფაქტორებსაც და ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი ნიხრი შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს საერთაშორისო ბაზრის ფასებთან.
დ) იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სეგმენტის ან სხვა საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების გადაუხდელობას სამი თვის ან სამ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, მაშინ მმართველთა საბჭომ უნდა გასცეს სათანადო სანქცია.
ე) „ინტელსატ“-ის მიერ მიღებული შემოსავლების გამოყენება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
(i) საექსპლუატაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა;
(ii) იმ საექსპლუატაციო სახსრების უზრუნველყოფა, რომლებსაც მმართველთა საბჭო მიიჩნევს აუცილებლად;
(iii) ხელმომწერთათვის, მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად, იმ თანხების გადახდა, რაც გულისხმობს მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი და „ინტელსატ“-ის ანგარიშებში გატარებული ძირითადი კაპიტალის ეტაპობრივ გადასახადს;
(iv) „ინტელსატ“-იდან გასული ხელმომწერებისათვის იმ თანხების გადახდა, რომლებიც შესაძლოა მისთვის გადასახდელი იყოს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლის შესაბამისად;
(v) ხელმომწერთთვის შემოსავლების დარჩენილი თანხის გადახდა კაპიტალის გამოყენების საკომპენსაციოდ - მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ის მიერ მიღებული შემოსავალი არასაკმარისია „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარავად, მაშინ მმართველთა საბჭო უფლებამოსილია, დეფიციტის შევსების მიზნით, გამოიყენოს „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო სახსრები და ოვერდრაფტები, აიღოს სესხი, მოსთხოვოს ხელმომწერებს მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად განახორციელონ შენატანები კაპიტალში ან პრობლემის გადაჭრის მიზნით მოახდინოს ზემოთ აღნიშნული ზომების კომბინირებული გამოყენება
მუხლი 8. სეგმენტით სარგებლობის გადასახადები და შემოსავლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებანი
- მუხლი 3. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა
- მუხლი 4. ფულადი შენატანები
- მუხლი 5. კაპიტალის ზღვრული თანხა
- მუხლი 6. საინვესტიციო წილი
- მუხლი 7. ფინანსური შესწორებები მხარეთა საინვესტიციო წილებში
- მუხლი 9. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 10. ოვერდრაფტები და სესხები
- მუხლი 11. გამოსარიცხი ხარჯები
- მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
- მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-8/