ა) ნებისმიერი განცხადება მიწისზედა სადგურის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს „ინტელსატ“-ს იმ მხარის მიერ დასახელებული ხელმომწერის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს (ან მომავალში განლაგდება) მიწისზედა სადგური, ხოლო ხსენებული განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო წესით უფლებამოსილი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის მიერ, იმ შემთხვევაში თუ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მიწისზედა სადგურებია განლაგებული, არ ვრცელდება ასეთი მხარის იურისდიქცია.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერთა კრება ვერ დაადგენს მიწისზედა სადგურების დამტკიცების ზოგად წესებს, თანახმად შეთანხმების VIII მუხლის (ბ) ქვეპუნქტისა, ან იმ შემთხვევაში თუ მმართველთა საბჭო ვერ დაადგენს ასეთი დამტკიცებისათვის საჭირო კრიტერიუმებსა და პროცედურებს, თანახმად შეთანხმების X მუხლის (ა) (vi) ქვეპუნქტისა, ეს ხელს არ შეუშლის მმართველთა საბჭოს განიხილოს ან დააკმაყოფილოს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სივრცის გამოყენებისათვის საჭირო მიწისზედა სადგურის დამტკიცებაზე წარმოდგენილი განცხადება.
გ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული ხელმომწერი ან ტელესაკომუნიკაციო ორგანიზაცია, რომელმაც განცხადება წარადგინა მიწისზედა სადგურებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი იქნება „ინტელსატ“-ის წინაშე ამ უკანასკნელის მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტში მითითებულ სადგურების სათანადო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაზე იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელმაც დაასახელა ეს ხელმომწერი, არ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა ან იმ მიწისზედა სადგურებზე, რომელსაც არ ფლობს ან არ მართავს ეს ხელმომწერი
მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ფინანსური შესწორებები მხარეთა საინვესტიციო წილებში
- მუხლი 8. სეგმენტით სარგებლობის გადასახადები და შემოსავლები
- მუხლი 9. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 10. ოვერდრაფტები და სესხები
- მუხლი 11. გამოსარიცხი ხარჯები
- მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
- მუხლი 15. კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრის გამოყოფა
- მუხლი 16. მოწოდება
- მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
- მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
- მუხლი 19. გადახდა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-14/