1. საწარმოები (მეწარმენი), რომლებიც ემსახურებიან კომუნალურ მიწისზედა მარშრუტებს, თავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით.
2. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ მუნიციპალურ დაკვეთებს, მუნიციპალური კრედიტების, სუფსიდიების თუ სხვა რესურსების განაწილების შემთხვევაში, რესურსების გამანაწილებელი ორგანოს მიერ შესაძლოა მიენიჭოთ უპირატესი უფლება, ხოლო კრედიტების გაცემა კი განხორციელდეს მინიმალური განაკვეთების გამოყენებით.
3. ადგილობრივი სამგზავრო მარშრუტების მომსახურების დამკვეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს ზარალისათვის, რომელსაც გადამზიდავი მიიღებს მარშრუტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შედეგად და რომელიც არ იქნება ანაზღაურებული დამკვეთის მიერ