1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტისათვის საჭირო სახსრების აკუმულირების, შენახვის და ხარჯვის აღსარიცხავად ყალიბდება ფინანსირების საქალაქო (სარაიონო), რეგიონალური და სახელმწიფო ფონდები.
2. საქალაქო (სარაიონო) ფინანსირების ფონდი ყალიბდება სახსრების დამოუკიდებელი, არასაბიუჯეტო წყაროს სახით, რომელშიც ჩაირიცხება:
ა) მიმდინარე პერიოდში გადამზიდავისათვის მიზნობრივი გადასახდელების ადგილობრივი და რეგიონალური ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები, მათ შორის მიზნობრივი გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან შემოსავლები;
ბ) მგზავრობისათვის ყოველგვარი დოკუმენტების (ბილეთი, ქვითარი, საკასო აპარატით ამოღებული თანხა) რეალიზაციიდან ამონაგები, მ.შ. ჯარიმებიდანაც;
გ) შესაბამისი ადგილობრივი კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფინანსირებისათვის მიმართული მიზნობრივი გადასახდელები ადგილობრივი და რეგიონალური ბიუჯეტიდან;
დ) ფონდის დროებით თავისუფალი სახსრების შენახვისათვის საბანკო პროცენტით შედგენილი თანხა;
ე) ადგილობრივი კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის განსავითარებლად მოზიდული მიზნობრივი ანაბრებით, ლატარიებით და სხვა ღონისძიებათა ჩატარებით მიღებული სახსრები;
ვ) ადგილობრივი კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის განსავითარებლად და დასახმარებლად სხვა წყაროებით განკუთვნილი სახსრები.
3. რეგიონალური ფინანსირების ფონდი ყალიბდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების დამოუკიდებელი სახსრების სახით არასაბიუჯეტო წყაროებიდან. ამ ფონდების შემადგენლობაში ერთვება:
ა) შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დადგენილი გადასახადები, კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირების რეგიონალური რეზერვების შესაქმნელად;
ბ) კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირების და მხარდაჭერის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სუბვენციები;
გ) მოცემული სუბიექტის ტერიტორიაზე კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის მხარდასაჭერად მიმართული ფინანსირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილი;
დ) ფონდის თავისუფალი სახსრების შენახვიდან მიღებული საბანკო პროცენტები;
ე) ადგილობრივი კომუნალური მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის გამიზნული სახსრები სხვადასხვა წყაროებიდან.
4. ფინანსირების ფონდების მართვას ახორციელებენ სპეციალურად შექმნილი ორგანოები:
ა) ქალაქის, რაიონების დონეზე – ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ;
ბ) ადმინისტრაციული რეგიონის დონეზე – შესაბამისი რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.
5. საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროების მიერ დამტკიცებული ტიპური დებულების საფუძველზე, დებულებას ფინანსირების ფონდების შესახებ შეიმუშავებენ და ამტკიცებენ ის ორგანოები, რომლებთანაც იქმნება აღნიშნული ფონდები
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 18. ფინანსირების ფონდები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 13. საკუთრების და სამართლებრივი ფორმები
- მუხლი 14. ტექნიკური ნაგებობები და ინფრასტრუქტურა
- მუხლი 15. მიწათსარგებლობა
- მუხლი 16. ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 17. ფინანსირება
- მუხლი 19. ფინანსირების ფონდების ხარჯვა
- მუხლი 20. ტარიფები კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე
- მუხლი 21. ტარიფები, მგზავრობის ღირებულების გადახდის წესი
- მუხლი 22. ტარიფების შეცვლის (გადასინჯვის) პირობები და პერიოდულობა
- მუხლი 23. გადამზიდავთა გარანტიები ტარიფების დაუსაბუთებელი ცვლისას
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 18, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-18/