1. კომუნალურ მიწისზედა მარშრუტებზე არ უნდა იქნეს დაშვებული მეწარმე-გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების და ფინანსირების ფონდებიდან გადასახდელების შეცვლა (გადასინჯვა), თუ იგი გამოიწვევს საწარმოს რენტაბელობის შემცირებას.
2. ტარიფების და ფინანსირების ფონდებიდან გადასახდელების შეცვლის წესებს და კონკრეტულ პირობებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები