1. კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე ყველა საინფორმაციო წარწერა უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, ამასთან, საინფორმაციო წარწერებად მოიაზრება:
ა) წარწერები მარშრუტის მაჩვენებელზე;
ბ) წარწერები გაჩერების პუნქტებში;
გ) მიმთითებელი წარწერები მოძრავი შემადგენლობის სალონში და გარე ზედაპირებზე;
დ) განცხადებები;
ე) მგზავრებისათვის განკუთვნილი საცნობარო და სხვა ბეჭდვითი მასალა;
ვ) წარწერები სამგზავრო დოკუმენტებზე და აპარატურაზე;
ზ) სარეკლამო, სააგიტაციო მასალები.
2. უცხოელ მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია წარწერების დუბლირება უცხო ენაზე. უცხო ენაზე წარწერა კეთდება შედარებით მცირე შრიფტით. გადაწყვეტილებას უცხო ენაზე წარწერის არსებობის აუცილებლობის შესახებ ღებულობს დამკვეთი გადამზიდავთან ერთად, ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. დაგეგმვის, ორგანიზაციის, კონტროლისა და აღრიცხვის მიზნით, კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე გამოიყენება ადგილობრივი სასარტყელე დრო. სააღრიცხვო ერთეულად გამოიყენება წუთი. დროის აღმრიცხველ საშუალებათა დასაშვები სადღეღამისო ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 0.5 წუთს – მათი ყოველდღიური აუცილებელი გასწორების პირობებში.
4. დამკვეთი და გადამზიდავი ვალდებულია მარშრუტზე მოძრაობის დაწყებამდე ან მოქმედ მარშრუტში ცვლილებების შეტანისას, უზრუნველყოს მგზავრთა ინფორმირება 5 დღით ადრე მაინც, ხოლო მარშრუტის ამოქმედების შემდგომ პერიოდში უზრუნველყონ მგზავრები სათანადო ოპერატიული ინფორმაციით.
5. დამკვეთი და გადამზიდავი მოვალენი არიან მიაწოდონ სარწმუნო ინფორმაცია სახელმწიფო სტატისტიკურ სამსახურს. ინფორმაციის შემადგენლობას, ვადებს, ფორმას და მიღების წესს ადგენს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, არსებული წესით
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 25. ენა, ათვლის დრო და ინფორმაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ფინანსირების ფონდების ხარჯვა
- მუხლი 20. ტარიფები კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე
- მუხლი 21. ტარიფები, მგზავრობის ღირებულების გადახდის წესი
- მუხლი 22. ტარიფების შეცვლის (გადასინჯვის) პირობები და პერიოდულობა
- მუხლი 23. გადამზიდავთა გარანტიები ტარიფების დაუსაბუთებელი ცვლისას
- მუხლი 24. შეღავათები კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საწარმოთათვის
- მუხლი 26. მუშაობა საგანგებო სიტუაციებში
- მუხლი 27. კონტროლი შესრულებაზე, პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 25, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-25/