1. ფინანსირების ფონდების ხარჯვას შესაბამისი სპეციალური ორგანოები განახორციელებენ:
ა) საქალაქო და რაიონული ფონდების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებენ ადგილობრივი ორგანოები და რომელიც წარიმართება: გადამზიდავთა ძირითადი ფონდების მარტივი კვლავწარმოებისათვის; სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისათვის; მოძრავი შემადგენლობის, საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების სხვა საშუალებათა შესაძენად, თუ სხვა ინოვაციებისათვის; საქმიანობის ამ სფეროში მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა სოციალური საჭიროებისათვის;
ბ) სახელმწიფო და რეგიონალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებენ და ამტკიცებენ ორგანოები, რომლებთანაც იქმნება ფონდები და რომლებიც წარიმართება კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის აღწარმოების და განვითარების სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამების შესაბამისად; ადგილობრივი ტრანსპორტის ჩქაროსნული ხაზების მშენებლობის თუ აღსადგენად, შეღავათიანი და უნაცვალგებო ერთდროული ფინანსური დახმარებისათვის, საძიებო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისათვის და სხვა მისადაგისი ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც მიმართული იქნება რეგიონალური პროგრამების გადაწყვეტისაკენ, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად ქალაქებისა და რაიონების საკუთარი ფონდების უკმარობის შემთხვევაში.
2. ფონდების სახსრების ხარჯვაზე კონტროლს განახორციელებენ შესაბამისი სახელმწიფო ან წარმომადგენლობითი ორგანოები ან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის აღსრულების კონტროლისათვის დადგენილი წესით.
3. სხვადასხვა ფონდებს შორის სახსრების გადაადგილებას არეგულირებენ ფონდის შემქმნელი შესაბამისი ორგანოები, სატრანსპორტო პოლიტიკის პროგრამის, ფონდების შესახებ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად