1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის მიწებად მოიაზრება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მყოფი ტერიტორიის ნაწილი, გამოყოფილი (განკუთვნებული) ტრანსპორტის ობიექტებისათვის, არსებული წესით.
2. მიწის გამოყოფა ადგილობრივი ტრანსპორტის ობიექტების განსათავსებლად ხდება იმ მიწათმოსარგებლეებზე, ვის ბალანსზედაც ირიცხება შესაბამისად იქ განთავსებული (განსათავსებელი) ობიექტები. მიწათსარგებლობის საკითხებში ურთიერთობანი ეფუძნება და წყდება საქართველოს კანონების შესაბამისად.
3. შეღავათები, გარანტიები და სხვა მიწათსარგებლობის საკითხებში:
ა) კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიწის გამოყოფა სამგზავრო ტრანსპორტის ობიექტებისათვის;
ბ) კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ობიექტებზე დამაგრებული მიწებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ: საწარმომ შეწყვიტა მუნიციპალური მარშრუტების მომსახურება, ან დაუმთავრდა სახელშეკრულებო ვადა, ან იგი სისტემატურად არ ასრულებს სახელშეკრულებო პირობებს, ან სხვა შემთხვევებში. უფლების შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით