1. ყველა სახის ტრანსპორტისათვის საერთო სავალდებულოსთან ერთად, კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტზე მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის და მგზავრთა უსაფრთხო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, მოქმედებს განსაკუთრებული მოთხოვნები:
ა) ყოველ ოპერატორს უნდა გააჩნდეს სამგზავრო ტრანსპორტზე მუშაობის გამოცდილება და შესწავლილი ჰქონდეს მგზავრთა მომსახურების წესები;
ბ) კონკრეტულ მარშრუტზე სამუშაოდ დაშვების წინ ყოველ ოპერატორს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი, სტაჟირება და ატესტაცია;
გ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ოპერატორთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით;
დ) მარშრუტებზე უსაფრთხო მოძრაობის ორგანიზებასა და ტექნიკურად გამართული მოძრავი შემადგენლობის გაშვებაზე პასუხისმგებელია გადამზიდავი;
ე) ავტობუსების, ტრამვაის ვაგონების, ტროლეიბუსების, სალიანდაგო და საკონტაქტო ქსელების, ენერგომომარაგების ობიექტების, მოძრაობის მართვის ტექნიკური საშუალებების და სხვათა ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სათანადო ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) რეგულარული მარშრუტის დაწესება დასაშვებია შესაბამის გეზნიშანზე მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების უზრუნველმყოფელი პირობების არსებობის შემთხვევაში.
2. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე სისტემური ზედამხედველობა ევალებათ:
ა) გადამზიდავს;
ბ) დამკვეთს;
გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ტრანსპორტის მუშაობის მარეგულირებელ სამსახურებს;
დ) რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის დარგობრივი სახელმწიფო კონტროლის სამსახურს;
ე) მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების ზედამხედველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მოვალეობანი
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 13. საკუთრების და სამართლებრივი ფორმები
- მუხლი 14. ტექნიკური ნაგებობები და ინფრასტრუქტურა
- მუხლი 15. მიწათსარგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 10, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-10/