1. სამთავრობო დაწესებულებებს უფლება აქვთ:
ა) ჩამოაყალიბონ, აამოქმედონ საქალაქო კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საქმიანობის მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები (წესი, ნორმა, მახასიათებელთა კომპლექსი) და აკონტროლონ ამ აქტების დებულებათა მოთხოვნების შესრულება;
ბ) მოითხოვონ გადამზიდავებისაგან ინფორმაცია სატრანსპორტო პოლიტიკის, ინდიკატური გეგმების თუ საბიუჯეტო დაკვეთების ფორმირებისათვის, რომელიც გამიზნული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, დროებით აიღონ თავისთავზე კონკრეტულ პუნქტში, კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ორგანიზაციისა და მართვის ფუნქციები