1. ,,მარშრუტების სქემა” – რაიმე ფორმით (მეთოდით) გამოსახული ქალაქის, (რაიონის, რეგიონის, ქვეყნის) საზღვრებში არსებული სამგზავრო მიმოსვლისათვის განკუთვნილი მარშრუტების ერთობლიობა.
2. ,,მარშრუტების რეესტრი” – დავთარი, რომელსაც აწარმოებს შესაბამისი ორგანო და რომელშიც აღინუსხება დაწესებული მარშრუტები და მათი ძირითადი მახასიათებლები.
3. ,,მუნიციპალური საწარმო” – საწარმო, რომლის საწესდებო კაპიტალს მთლიანად ან მის ძირითად ნაწილს (51%-და მეტი) ფლობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.
4. ,,მუნიციპალური მარშრუტი“ – მარშრუტი, რომელიც დაწესებულია და მასზე სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობა წარიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ. მარშრუტზე დასაქმებული ავტოტრანსპორტის რაოდენობრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკურ-ფინანსური თუ სხვა უზრუნველყოფის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულებით მმართველ და მეწარმე სუბიექტებს შორის.
5. ,,მუნიციპალური დაკვეთა“ – ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, მუნიციპალური მარშრუტის მომსახურების უფლების გადაცემა ნებისმიერი გადამზიდავისათვის, განსაზღვრული დროით და პირობებით.
6. ,,კომერციული მარშრუტი” –მარშრუტი, რომელსაც აწესებს (ითანხმებს) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო და წარმართავს მარშრუტზე ტრანსპორტის მუშაობას, ხოლო ეკონომიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმე სუბიექტებს.
7. ,,დროებითი მარშრუტი” – მარშრუტი, რომელზედაც სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა წარმოებს დროებით (ერთჯერადი, სეზონური, ტურისტული, სპეცდანიშნულების, დაკვეთით და ა.შ.).
8. მმართველი და მეწარმე სუბიექტების, აგრეთვე მგზავრების მიერ, ამ წესის დებულებები, ტერმინები და სხვა მოთხოვნები განხილულ უნდა იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში, სდ-20522344-007-99 ,,სამგზავრო სამარშრუტო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის ერთიანი წესის“, დებულებათა მოთხოვნებთან ერთობლიობაში
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 51%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. სამთავრობო დაწესებულებათა მოვალეობანი
- მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მოვალეობანი
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
- მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 1, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-1/