1. სამთავრობო დაწესებულებები კომპეტენციის ფარგლებში, მოვალენი არიან:
ა) დროულად შეიმუშაონ, მიიღონ და გამოსცენ ნორმატიული აქტები, რეკომენდაციები და დებულებები, რომლებიც მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით ხელს შეუწყობენ ადგილობრივ ორგანოებს სამარშრუტო ტრანსპორტის მიმართ დასმული ამოცანების შესრულებაში, ხოლო მეწარმე სუბიექტებს საქმიანობის მიზნების მიღწევაში, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით;
ბ) უზრუნველყონ ურთიერთობათა სუბიექტებს შორის ნორმატიული აქტების და მეთოდოლოგიური მასალის გავრცელება;
გ) ხელი შეუწყონ მეწარმე სუბიექტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას, შეამოწმონ მათ მიერ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან ერთად:
ა) მონაწილეობს კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და განვითარების პროგრამის შედგენასა ან კორექტირებაში;
ბ) მონაწილეობს კომუნალური მიწისზედა ადგილობრივი ტრანსპორტის ფინანსირების ფონდების ჩამოყალიბებისა და მიზნობრივი ხარჯვის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებაში.
3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ,,საქსტანდარტთან“ ერთად:
ა) განსაზღვრავს მოთხოვნებს მოძრავი შემადგენლობის კონსტრუქციისა და ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლების მიმართ, მომხმარებელთა უფლებების, მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
ბ) აყალიბებს კომუნალური მიწისზედა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, მათი ტექნიკური მომსახურების, რემონტის და სხვა უზრუნველყოფის სერტიფიკაციის სისტემას.
4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია მეთოდოლოგიურად წარმართავს და განახორციელებს სისტემურ სახელმწიფოებრივ კონტროლს გადამზიდავთა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მოღვაწე სხვა მეწარმეთა მიმართ, მარშრუტების ექსპლუატაციის და მგზავრთა მომსახურების პროცესში ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე, რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 3. სამთავრობო დაწესებულებათა მოვალეობანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის – სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროე
- მუხლი 2. წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის - სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროე
- მუხლი 224. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი
- მუხლი 9. 1. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შეს
- მუხლი 268. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი
- მუხლი 26. სამთავრობო კონტროლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მოვალეობანი
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
- მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 3, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-3/