1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტზე დასაქმებულ გადამზიდავს აქვს უფლება:
ა) მუნიციპალურ კონკრეტულ მარშრუტებზე მუშაობის;
ბ) მუნიციპალურ მარშრუტებზე წარმოებული გადაზიდვების და მისი უზრუნველმყოფი სხვა საქმიანობის ღირებულების ანაზღაურების გარანტირებული და დროული მიღების, როდესაც ამას ითვალისწინებს ხელშეკრულება;
გ) მოძრაობის ეფექტიანი ორგანიზებისათვის, დამკვეთისაგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნის და დროული მიღების;
დ) მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ისეთ წინააღმდეგობათა წარმოშობის შემთხვევაში, რომელნიც საფრთხეს უქმნიან მოძრაობას (ავარია, არასათანადო საგზაო-კლიმატური პირობები, სტიქიური მგზავრთნაკადები და სხვა), შეწყვიტოს ან ოპერატიულად შეცვალოს მარშრუტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეჟიმი;
ე) მოითხოვოს და მიიღოს მგზავრისგან მგზავრობის ღირებულების და სხვა გადასახდელები;
ზ) გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის შესაბამისი სახსრების (თანხის) აუნაზღაურებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს მუშაობა ან ფინანსირების ფაქტობრივი ოდენობის შესაბამისად შეამციროს მარშრუტზე მოძრაობის ინტენსივობა
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. სამთავრობო დაწესებულებათა მოვალეობანი
- მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მოვალეობანი
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
- მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 13. საკუთრების და სამართლებრივი ფორმები
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 8, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-8/