1. მუნიციპალურ მარშრუტზე სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისათვის გადამზიდავი მოვალეა:
ა) მოიპოვოს გადაზიდვების კონკრეტული სახეობის (შესასრულებელი სამუშაოს) შესაბამისობის სერტიფიკატი. მიიღოს ნებართვა (ხელშეკრულება) რეგულარული მარშრუტის მომსახურებაზე;
ბ) გადაზიდვები განახორციელოს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს მგზავრის, როგორც მომსახურების მომხმარებლის, უფლებების დაცვა;
დ) დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა, განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი ფორმით წარუდგინოს ადგილობრივ თუ სახელმწიფო ორგანოებს ანგარიშები შესრულებული საქმიანობის შესახებ;
ე) მიაწოდოს დამკვეთს ოპერატიული ინფორმაცია აღებული ვალდებულებების შესრულების შემოწმების და რეგულირების თვალსაზრისით. წინააღმდეგობის გარეშე დაუშვას შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები სატრანსპორტო ობიექტებზე გადაზიდვის პროცესებზე კონტროლის განსახორციელებლად;
ვ) მიიღოს და დაუყოვნებლივ განიხილოს (გაითვალისწინოს) მგზავრთა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინადადებები მომსახურების მდგომარეობის შესახებ;
ზ) კანონის შესაბამისად აუნაზღაუროს მგზავრს მიყენებული ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება გადამზიდავის მიზეზით.
2. მოემსახუროს ნებისმიერ მგზავრს. უარი მომსახურებაზე განუცხადოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
3. შეასრულოს განრიგით დაწესებული ყველა რეისი. გამონაკლისი დასაშვებია დაუძლეველი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ან როდესაც რეისის შესრულება შეუძლებელია არახელსაყრელი საგზაო, ბუნებრივ-კლიმატური მიზეზებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გადაზიდვების პროცესს, ან დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებანი, რომელნიც აფერხებენ საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას.
4. მოძრაობის მოსალოდნელი შეწყვეტის თუ რეჟიმის ცვლილების შესახებ წინასწარ აცნობოს დამკვეთს და მომხმარებელს დადგენილი წესით და საშუალებებით