1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის მუშაობის ორგანიზაციის, ხელშეწყობის და რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით მოვალენი არიან:
ა) შემოიღონ და აწარმოონ ადგილობრივი მარშრუტების რეესტრი;
ბ) დაადგინონ სამარშრუტო ქსელი, შეიმუშაონ და დაამტკიცონ სამარშრუტო სქემა;
გ) დააწესონ მარშრუტებზე ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმები. დაამტკიცონ ან შეითანხმონ მოძრაობის განრიგები (გრაფიკები);
დ) განახორციელონ მარშრუტების პასპორტიზაცია;
ე) განახორციელონ მარშრუტებზე მგზავრთნაკადების სისტემური შესწავლის ორგანიზაცია და კონტროლი;
ვ) განახორციელონ ადგილობრივ მარშრუტებზე რეგულარული თუ თავისუფალი რეჟიმით მოქმედი ტრანსპორტით გადამზიდავთა საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) ჩამოაყალიბონ მგზავრების მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის მეთოდები და გადახდის ფორმები, უზრუნველყონ მათი საყოველთაო რეალიზება;
თ) ჩამოაყალიბონ მგზავრთა გადაზიდვის მუნიციპალური დაკვეთის კონკრეტული პირობები;
ი) განსაზღვრონ ფინანსირების წყაროების ფორმირების და ხარჯვის მეთოდები გადამზიდავთა მიერ მუნიციპალური დაკვეთების შესრულებისას გაწეული ხარჯების კომპენსირების მიზნით;
კ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მუნიციპალური დაკვეთით შესრულებული სატრანსპორტო თუ სხვა სამუშაოების შესაბამისი, დროული ფინანსირება;
ლ) აწარმოონ მგზავრობის ღირებულების რეგულირება;
მ) განახორციელონ კონტროლი გადამზიდავთა მიერ ნორმატიული აქტების და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობაზე;
ნ) მიიღონ და განიხილონ მგზავრთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომსახურების თაობაზე შემოტანილი საჩივრები და განცხადებები;
ო) გაატარონ ღონისძიებანი პიკური დატვირთვების დროს განშლის თვალსაზრისით;
პ) უზრუნველყონ ტრანსპორტისათვის ქუჩების, გზების და სატრანსპორტო ობიექტების მდგომარეობის მოწესრიგება;
ჟ) უზრუნველყონ ადგილობრივი მარშრუტების აუცილებელი სახაზო ნაგებობებით, კონტროლისა და რეგულირების სისტემებით აღჭურვა;
რ) პერიოდულად (3 წელიწადში ერთხელ მაინც) შეიმუშაონ ან დააზუსტონ კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის განვითარების პროგრამა
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მოვალეობანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. სამთავრობო დაწესებულებათა მოვალეობანი
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
- მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 4, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-4/