1. მომსახურების სერტიფიკაციის არსი:
ა) კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტისათვის დაწესებულია მომსახურების სავალდებულო სერტიფიცირება, რაც ნიშნავს სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ უცილობელ აღიარებას, რომ მეწარმე-სუბიექტებს შესწევთ უნარი განახორციელონ საქმიანობა მომსახურების ხარისხის, მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) ადგილობრივ ტრანსპორტზე მომსახურების სავალდებულო სერტიფიკაციის შემოღება განაპირობებს ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი მოძრავი შემადგენლობის სათანადო ოდენობის ფორმირებას, საქმიანობის ოპტიმიზაციას, მუნიციპალური თუ სხვა სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
გ) სერტიფიკაციის სისტემის ფორმირების პრინციპები ეფუძნება შესაბამის საკანონმდებლო ბაზას.
2. სერტიფიკაციის ჩატარების უფლება:
ა) კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე მომსახურების სავალდებულო სერტიფიცირების წესს ამტკიცებს სერტიფიკაციის ეროვნული ორგანო ,,საქსტანდარტი“;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია;
გ) შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემენ, დადგენილი წესით, აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 11. მომსახურების სერტიფიკაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. გადამზიდავის მოვალეობანი
- მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულებათა უფლებები
- მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებები
- მუხლი 8. გადამზიდავის უფლებები
- მუხლი 9. მგზავრის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 10. გადაზიდვების უსაფრთხოება
- მუხლი 12. გადამზიდავის შერჩევა და უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 13. საკუთრების და სამართლებრივი ფორმები
- მუხლი 14. ტექნიკური ნაგებობები და ინფრასტრუქტურა
- მუხლი 15. მიწათსარგებლობა
- მუხლი 16. ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლები
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 11, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-11/