1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ტექნიკურ ნაგებობებს და ინფრასტრუქტურას განეკუთვნება:
ა) შენობები და ნაგებობები, განთავსებული იმ საწარმოთა ტერიტორიაზე, რომლებიც აწარმოებენ ან უზრუნველყოფენ გადაზიდვების განხორციელებას და ეს შენობა-ნაგებობები გამოიყენება ამ მიზნისათვის;
ბ) ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების კუთვნილი ის შენობები და ნაგებობები, რომლებიც გამოყენებულია გადაზიდვების უზრუნველსაყოფად;
გ) სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებიც ირიცხებიან საწარმოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ბალანსზე და ძირითადად ემსახურებიან გადაზიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტებს;
დ) ტექნოლოგიური კავშირის, სიგნალიზაციის და ავტომატიკის, ენერგო, სალიანდაგო, საგზაო, საკონტაქტო ქსელების და სხვა მეურნეობათა მოწყობილობა, რომელიც გამოყენებულია გადაზიდვების უზრუნველსაყოფად.
2. ტექნიკური ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და ექსპლუატაცია ევალება ქონების მფლობელს ან საწარმოს, რომლის სრულ სამეურნეო განმგებლობაში ან ოპერატიული მართვისათვის არის გადაცემული აღნიშნული ქონება.
3. დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოსთან შეუთანხმებლად, ტექნიკურ ნაგებობათა, ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციის შეწყვეტა ან საქმიანობის ისეთ რეჟიმზე გადაყვანა, რომელიც შეაფერხებს სამგზავრო ტრანსპორტის ნორმალურ ფუნქციონირებას, შექმნის ავარიულ სიტუაციებს.
4. კომუნალური მიწისზედა სატრანსპორტო ნაგებობის მიმართ სტანდარტებს, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებს, ნორმებს და სხვა პირობებს, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს: ,,საქსტანდარტი“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) და სხვა ორგანოები.
5. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის გაჩერების (დგომის) პუნქტების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ევალებათ: მუნიციპალურ მარშრუტებზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს, ხოლო მათ მიერ აღნიშნული მოვალეობების დელეგირებისას – სხვა დაწესებულებებს