1. კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე გამოყენებული ტარიფების სახეებს, სიდიდეს და მგზავრების მიერ ღირებულების გადახდის ფორმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.
2. მარშრუტებზე გადაყვანილი მგზავრებიდან დაწესებული ტარიფის შესაბამისი ამონაგების და ფინანსირების ფონდებიდან გადასახდელების ჯამი უნდა განაპირობებდეს (უზრუნველყოფდეს) მეწარმე-სუბიექტების რენტაბელობას, ისე რომ მარშრუტებიდან საშუალო ამონაგები საკმარი უნდა იყოს წარმოების განვითარების ფონდების ფორმირებისათვის, საწარმოო საშუალებათა მარტივი კვლავწარმოებისათვის მაინც