1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საგანგებო სიტუაციებში მუშაობის ორგანიზება ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამის ორგანოებს, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო უფლება-მოვალეობანი სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის საქმეში. ეს ორგანოები წინასწარ შეიმუშავებენ და აცნობენ გადამზიდავს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმას და შესაბამის ინსტრუქციებს, აგრეთვე ქმნიან რესურსთა აუცილებელ ავარიულ მარაგებს.
2. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით გადამზიდავი, საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს იმ ორგანოთა მითითებები, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ ტრანსპორტის საქმიანობის ორგანიზებას. დაუშვებელია გადამზიდავის მხრივ მოვალეობათა თვითნებური უარყოფა. გადამზიდავი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და საშუალება მასზე დაკისრებული სამუშაოების შესასრულებლად.
3. საგანგებო სიტუაციებში შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება გადამზიდავს უნაზღაურდება კანონის შესაბამისად
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 26. მუშაობა საგანგებო სიტუაციებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. ტარიფები კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე
- მუხლი 21. ტარიფები, მგზავრობის ღირებულების გადახდის წესი
- მუხლი 22. ტარიფების შეცვლის (გადასინჯვის) პირობები და პერიოდულობა
- მუხლი 23. გადამზიდავთა გარანტიები ტარიფების დაუსაბუთებელი ცვლისას
- მუხლი 24. შეღავათები კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საწარმოთათვის
- მუხლი 25. ენა, ათვლის დრო და ინფორმაცია
- მუხლი 27. კონტროლი შესრულებაზე, პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 26, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-26/